The Best of Hyogo ~ひょうごの魅力「再」発見ツアー~
 

ნიშივაკი

მესხიშვილი ჯაბა's visit to HARIMA
Name მესხიშვილი ჯაბა
From საქართველო
Time in Japan 5 წელიწადი
visited day 2016/02/13 - 2016/02/14
area ნიშივაკი
HARIMA
"ნიშივაკი"
2016/02/13 - 2016/02/14
ნიშივაკი ჰიოგოს პრეფექტურის ერთ-ერთი პატარა ქალაქია. გეოგრაფიულად ის იაპონიის ცენტრში მდებარეობს(135 გრძედისა და 35 განედის კვეთაზე), ამიტომ იაპონიის ცენტრსაც უწოდებენ. მოსახლეობა დაახლოებით 50 ათასი კაცს შეადგენს, ქალაქის გარშემო ულამაზესი მთებით არის შემოსაზღვრული, სადაც სხვა ცხოველებთან ერთად ირმებიც ბინადრობენ, რომლებიც თურმე დროდადრო ქალაქსაც სტუმრობენ. 2016 წლის 13-14 თებერვალს ნიშივაკის ღირსშესანიშნაობების გასაცნობად ქალაქის მთავრობამ უცხოელი სტუმრები მიგვიპატიჟა. უნდა გამოვტყდე, რომ თავიდან ერთი პატარა არაფრით გამორჩეული ქალაქი მეგონა, მაგრამ მონახულების შემდეგ აზრი შემეცვალა და ძალიან მომეწონა. პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა სტუმართმოყვარეობას და თავაზიანობას, ყველგან კეთილი ღიმილით გვხდებოდნენ, დაუზარებლად გვაცნობდნენ თავიანთი ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს და ბოლოს ავტობუსამდე გვაცილებდნენ ბედნიერი ღიმილით. შთაბეჭდილებების ბოლომდე გადმოცემა შეუძლებელია, ამიტომ თემატურად ვეცდები თითოეული მათგანის მნიშვნელოვანი დეტალები გაგაცნოთ.

jaba2

ტაამაკი ნიიმე
ერთი შეხედვით ბამბის ქსოვილის პატარა ფაბრიკას ჰგავს, მაგრამ საუცხოო და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს (ძირითადად ქსოვილებს, პერანგებს, ჩანთებს, შარფებს და ა.შ.). მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ არცერთ ნაწარმს არ გააჩნია ანალოგი, თუ კი შეიძენთ მის რაიმე პროდუქციას მშვიდად იყავით, თქვენ გარდა სხვას არავის ექნება მსგავსი სამოსი. ტამაკი ნიიმეს ქსოვილით სარგებლობენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა ლუი ვიტონი და ჯორჯო არმანი.

jaba3

jaba4

საკეს დაგემოვნება
ჩვენი ჩასვლა დაემთხვა საკეს ფესტივალს ნიშივაკიში, რომელსაც ბრწყინვალე სასტუმრო ,,როიალ ჰოტელმა’’ უმასპინძლა. სხვადასხვა კომპანიებმა ნიშივაკიში მოყვანილ ბრინჯზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის საკე წარმოადგინეს, ნიშივაკიში მოყვანილი ბრინჯი ,,იამადა ნიშიკი’’ ერთ-ერთი საუკეთესოა იაპონიაში და მისი მაღალი ხარისხის გამო ნიჰონშუს, ანუ როგორც იაპონიის გარეთ არის ცნობილი, საკეს წარმოებაში იყენებენ. ჩემი განსაკუთრებული მოწონება კომპანია ,,იუკი ნო ბოშას’’ წარმოებულმა ,,დაიგინჯო ჯუნმაიმ’’ დაიმსახურა, რომელიც მსუბუქი გემოთი და მოტკბო სურნელით გამოირჩეოდა.

jaba5

კოიანოს მუზეუმი
კოიანოს მუზეუმი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა არა მხოლოდ ნიშივაკიში, არამედ მთლიანად იაპონიაში. ის შეყვანილია იაპონიის მატერიალურ კულტურის ძეგლების სიაში. აქ შეგიძლიათ ერთდროულად ნახოთ იაპონიის 3 პერიოდის შენობა ერთად, მეიჯის 23 წელს აშენებული იაპონური სტილის სახლი, ტაიშოს პერიოდში ევროპული მოდერნის გავლენით აგებული შენობა და შოვას პერიოდის დასაწყისში აგებული იაპონური სტილის ნაგებობა. რაც მთავარია, თითოეულ შენობაში იმ პერიოდისთვის საყოფაცხოვრებო ნივთები არის გამოფენილი. ასე რომ, თუ ვინმეს აღნიშნულ პერიოდებზე წარმოდგენის შექმნა სურს დიდებული შანსია გასაცნობად.

jaba6

jaba7

სადილი
,,როიალ ჰოტელში’’ უგემრიელესი სადილით გაგვიმასპინძლდენ, მთავარი კერძი კი ნიშივაკის ძროხის ხორცი იყო. ძროხებმა სტრესი, რომ არ განიცადონ და ხორცის გემოზე ცუდი გავლენა არ იქონიოს ნიშივაკის ფერმებში ძროხებს კლასიკურ მუსიკას ასმენინებენ. არ ვიცი კლასიკური მუსიკის გავლენა იყო თუ არა, მაგრამ ხორცი მართლაც უგემრიელესი იყო.

jaba8

jaba9

მოჩი
მოჩის ანუ ტრადიციული იაპონური ბრინჯის ტკბილეულის დამზადების შესასწავლად ,,კიუკიშიკე ჯუტაკუში’’ მიგვიწვიეს. ეს ადგილიც იაპონიის მატერიალურ კულტურის ძეგლია. მასპინძლებმა ჯერ უგემრიელესი საუზმე დაგვაგემოვნებინეს, ხოლო შემდეგ ნიშივაკის ბრინჯით მოჩის დამზადებაც გვასწავლეს.

jaba10

jaba11

ობსერვატორია ტერა დომე
ნიშივაკიში მდეობარეობს ობსერვატორია ,,ტერა დომე’’, ნიშივაკის კრიალა ცა საშუალებას იძლევა ტელესკოპით ციური სხეულები დაათვალიერო, როგორც ღამით, ასევე დღისითაც.

jaba12

jaba13

სუში
იაპონური სუში მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, დამზადების შესასწავლად ნიშივაკის გარეუბანში მდებარე პატარა რესტორან ,,ნოკა რესტორანში’’ მიგვიწვიეს, ამ რესტორანში 70 წელზე გადაცილებული ადამიანები მუშაობენ. მათგან, ვინც ჩვენ სუშის დამზადება გვასწავლა, ყველაზე უმცროსი 75 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი, კი 83 წლის. ყველანი ძალიან კეთილი იყო და გულდასმით აგვიხსნეს მომზადების წესი. შედეგად უგემრიელესი მაკიძუშები დავამზადეთ.

jaba14

jaba15

jaba16

ნიშივაკის მარწყვი
ნიშივაკის მთავრობა ცდილობს ადგილობრივი მარწყვი მთელ იაპონიაში ცნობილი გახადოს, ამისთვის ფერმერებს სათბურების მოხმარების და მარწყვის მოყვანის წესების ათვისებაში ეხმარება. ჩვენ ერთ-ერთ ასეთ სათბურს ვეწვიეთ. სათბურში, ჩვეულებრივ მარწყვთან შედარებით 5-ჯერ დიდი ზომის ნაყოფებს საოცარი სურნელი და სიტკბო ჰქონდა. რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთად, ქიმიური სასუქების გარეშე მოჰყავთ. ვფიქრობ, 5-10 წელიწადში ნიშივაკიში მოყვანილი მარწყვი ერთ-ერთი ბრენდი გახდება.

jaba17

jaba18

jaba19


Access→
Nishiwaki city
Take the Special Rapid service bound for Himeji from JR Sannomiya station, transfer to Kakogawa line local train at Kakogawa station, alight at Nishiwaki-Shi station.

・Link→
For more information, click the link below:
Official Website of the city:http://www.city.nishiwaki.lg.jp/kankotokusan/index.html

 
 
「本サイトに掲載されている画像・文章等の無断転載、引用を禁じます。」 Copyright(C) Hyogo International Association AllRights Reserved.