The Best of Hyogo ~ひょうごの魅力「再」発見ツアー~
 

მოგზაურობა ტაკაჩოში

Meskhishvili Jaba's visit to HARIMA
Name Meskhishvili Jaba
From Georgia
Time in Japan 6 years
visited day 2017/02/23 - 2017/02/24
area Takacho
HARIMA
"მოგზაურობა ტაკაჩოში"
2017/02/23 - 2017/02/24
23-24 თებერვალს, ,,ჰიოგოს საერთაშორისო ასოციაციამ’’ ჰიოგოს პრეფექტურაში არსებულ პატარა ქალაქ ტაკაჩოს უცხოელ ტურისტებს შორის პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით ტური მოაწყო. ტურში იაპონიაში სასწავლოდ მყოფი სტუდენტები მიგვიწვიეს (საქართველო, გერმანია, სომხეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, ტანზანია და ა.შ.). ტურის ფარგლებში დაგვათვალიერებინეს ტაკაჩოს ღირშესანიშნაოებები, რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებ.


ტოფუ

ტური დაიწყო ტოფუს დამზადების პროცესის გაცნობით. ტოფუს მცირე საწარმომ ,,ერლებენ იაჩიოს’’ მთავარმა ტექნოლოგმა დაწვრილებით აგვიხსნა დამზადების ეტაპები, საჩვენებელ დამზადების პროცესში თითოეულ ჩვენთაგანს მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა ტოფუს დამზადებაში. 3 ტიპის ტოფუს დავამზადეთ, 1. ალუმინის ავზში სოიოს რძე ჩავასხით და 85 გრადუსზე გავაცხელეთ, შემდეგ ზედაპირი გავაგრილეთ მარაოებით, რათა ნაღებივით წარმოქმნილიყო ტოფუ. შემდეგ ეს ნაღებივით მასა მოვხადეთ და რულონებათ დავახვიეთ. 2. ალუმინის ქვაბში ჩავასხით სოიოს რძე, 7-ჯერ ავურიეთ და 1 საათი გავაჩერეთ, შედეგად მთლიანი რძე ტოფუდ შედედდა. 3. მართკუთხა ფორმის ალუმინის ჭურჭელში სოიოს რძე მოვათავსეთ, 1 საათის გასვლის შემდეგ რძე ტოფუდ შედედდა, ტოფუს ჭურჭლიდან ამოსაღების დროს ფორმა რომ არ დაეკარგა წყლის დიდ ავზში ჩავუშვით.

ジャバ2

ტოფუს საწარმოს ტექნოლოგი დამზადების პროცესს ხსნის.

ジャバ3

ტოფუს რულონად დახვევის პროცესი

ジャバ4

ტოფუს წყალში ჩაშვება.


მაისტარ მაკიძუში

ტურის შემდეგი გაჩერება იყო სუშის რესტორანი ,,მაისტარ კობო იაჩო’’, რომელიც ცნობილია მაკიძუშის დამზადებით. ამ რესტორნის მთავარი ხელწერაა ჩვეულებრივთან შედარებით მსხვილი მაკიძუშის დამზადება. მზარეულებმა გვასწავლეს როგორ დაგვემზადებინა მაკიძუში. შედეგად საუზმეზე ჩვენი ხელით დამზადებული უგემრიელესი სუში მივირთვით. საუზმის შემდეგ ყავის დალევა მომინდა, ყავა რომ მომიტანეს რესტორნის ხარჯზე მწვანე ჯემიანია ფუნთუშაც მომართვეს, თან მკითხეს აბა თუ გამოიცნობ რისი ჯემიაო, სამწუხაროდ ვერ გამოვიცანი. მერე თვითონ მითხრეს თურმე კიტრისგან ამზადებენ ჯემებს. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ კიტრის ჯემი ასეთი გემრიელი იქნებოდა. გემო ცოტათი კივის ჯემს წააგავდა. სამწუხაროდ გამოცნობის პროცესში მთელი ფუნთუშა შემომეჭამა და ამიტომ ფოტოს ვერ გთავაზობთ.

ジャバ5

ჩემი დამზადებული მაკიძუში


ნაკაიაჩონომორის პარკი

საუზმობის შემდეგ მცირე ლაშქრობის მოსაწყობად ნაკაიაჩონომორის პარკისკენ გავეშურეთ. ეს ალბათ საუკეთესო ნაწილი იყო ტურის. ხეობაში გაკეთებულია ბილიკი, რომელიც მთისკენ მიეშურება. გარშემო ულამაზესი ტყეა, უმეტესად ფიჭვები და ნაძვები. ტყეში საოცარი სურნელი იდგა. საქართველოს ბუნებას ჰგავდა გარემო, ალბათ ამის გამო იყო, რომ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ბილიკზე სიარულს არ ვჯერდებოდი და ფოტოების გადაღების მიზეზით ტყეშიც ხშირად შევდიოდი. ტყეში ალაგ-ალაგ მოწყობილი იყო საპიკნიკე ადგილები, ერთ ადგილას კი ხის მორებისგან მოწყობილი იყო დასაწოლი რელაქსაციისთვის. ბილიკი სრულდებოდა მთიდან გადმოსახედთან, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.

ジャバ6

ტურის მონაწილეები ბილიკს მიუყვებიან.

ジャバ7

ხედი მთის გადმოსახედიდან.

ジャバ8

ნაკაიაჩონომორის პარკი

ジャバ9

ნაკაიაჩონომორის პარკი


სადილი და შეხვედრა მერთან

ლაშქრობის შემდეგ სასტუმრო ,,ედელ სასაიურში’’ გავემგზავრეთ, სადაც ტაკაჩოს მერი ალაფურშეტით გაგვიმასპინძლდა. მერმა ალაფურშეტის წინ სიტყვით მოგვმართა, მადლობა გადაგვიხადა ტაკაჩოში სტუმრობისთვის და ქალაქის პოპულარიზაციაში დახმარება გვთხოვა. ალაფურშეტი საკმაოდ გემრიელი კერძებისგან შედგებოდა, რომლის გვირგვინიც საუკეთესო ხარისხის ბრინჯის ჯიშ ,,იამადანიშიკზე’’ დამზადებული საკე იყო. სასტუმრო ,,ედელ სასაიური’’ქალაქიდან ცოტა მოშორებით მთებს შორის არის აშენებული და გარშემო ულამაზესი ბუნება არტყია. არქიტექტურა და ინტერიერი ძირითადად ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა იაპონური გავლენაც ეტობა. საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ბუნებაში მშვიდ გარემოში სურს დასვენება.

ジャバ10

სასტუმრო ,,ედელ სასაიური’’.

ジャバ11

ტაკაჩოს მერი სიტყვით გამოსვლის დროს.

ジャバ12

სასტუმრო ,,ედელ სასაიურისკენ’’ მიმავალი ბილიკი.


სუგიჰარა კენკიუჯო - ვაშის ქაღალდი.

მეორე დღეს იაპონური ქაღალდის - ვაშის დამამზადებელ საწარმოში მიგვიწვიეს და წარმოების პროცესი გაგვაცნეს, ასევე გვაჩვენეს თუ როგორ მზადდება ვაში. შემდეგ შემოგვთავაზეს თუ სურვილი გვექნებოდა ჩვენც გვეცადა ჩვენი ხელით დაგვემზადებინა ვაში და ჩვენი გემოვნებით მოგვეხატა. რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით დავთანხმდით ასეთ შესანიშნავ შანსს და ხალისით დავამზადეთ.

ジャバ13

ვაშის დამზადების ახსნა.

ジャバ14

ვაშის დამზადების პროცესი.

ジャバ15

ვცდილობ საინტერესო დიზაინის ვაში შევქმნა.

ジャバ16

ესეც შედეგი. მგონი ურიგო არ გამომივიდა.

ジャバ17

ვაშის გაშრობის პროცესი.


აოტამა ჯინჯა

ვიდრე ჩვენი გამზადებული ვაში საბოლოო სახეს მიიღებდა საწარმოსთან ახლოს მდებარე რესტორანში გვიმასპინძლეს უგემრიელესი იაპონური კერძებით. ხოლო შემდეგ გვერდით მდებარე აოტამას ჯინჯას ვესტუმრეთ. რომელიც უზარმაზარი იაპონური ჯიშის კედრების პარკშია აშენებული.

ジャバ18

აოტამას ჯინჯა

ジャバ19

სადილი ვაშის დამზადების შემდეგ


ტაკას ლევანდის ბაღი

ტურის ბოლო წერტილი ლევანდის ბაღი ტაკა იყო, რადგან ზამთარი იყო სამწუხაროდ შეუძლებელი იყო ლევანდის ყვავილების სილამაზით დატკობა, თუმცა საშუალება მოგვეცა ჩვენი ხელით დაგვემზადებინა ოთახის სურნელის სპრეი და ხელის კრემი, რომლის დასამზადებელი ეთერზეთები ბაღთან აშენებულ საგამოფენო-სამუშაო შენობაში აქვთ. ლევანდის ეთერზეთებთან ერთად რამდენიმე ათეული სხვადასხვა არომატის მქონე ეთერზეთიც ჰქონდათ, მე ოთახის სპრეისთვის ლიმონის და ფორთოხლის არომატები ავარჩიე. ძალიან მშვიდი სურნელი მივიღე. თურმე თითოეულ სუნს თავისი სამკურნალო ეფექტი ჰქონია, ზოგი წნევას არეგულირებს, ზოგი სისხლის მოძრაობას, ზოგი გონების მუშაობას უწყობს ხელს. ჩემი არჩეული არომატები კი რელაქსაციისთვის ყოფილა საუკეთესო.

ジャバ20

ეთერზეთები.


საკმაოდ საინტერესო ქალაქი აღმოჩნდა ტაკაჩო, მისი განსაკუთრებულობა ალბათ მისი ულამაზესი ბუნებაა, რომელიც ბუნების მოყვარულებს აუცილებლად მონუსხავს. საუკეთესო პერიოდი ვიზიტისთვის ალბათ გაზაფხული და შემოდგომა იქნება. ასე რომ თუ ვინმეს გიზიდავთ ლამაზი ბუნება და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო ადგილები შეგიძლიათ ეწვიოთ ტაკაჩოს.

ジャバ21

ნისლიანი ტაკაჩო


ტაკაჩოს შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ამ ვებსაიტის მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ 多可町HP



 
 
「本サイトに掲載されている画像・文章等の無断転載、引用を禁じます。」 Copyright(C) Hyogo International Association AllRights Reserved.